Loading...

ჯეო სოლუშენ ქომფანი

კომპანია „ჯეო სოლუშენ ქომფანი“ 2009 წ. ჩამოყალიბდა. ამ ხნის მანძილზე ძალიან დიდი და რთული გზა გაირა, გაიზარდა და სტაბილურ, პროფესიონალურ ფირმად ჩამოყალიბდა. დღეისთვის იგი წარმოადგენს საქართველოს წამყვან პოლიგრაფიულ წარმოებას, რომელიც თანამშრომლობს თურქეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და თანამედროვე სტამბასთან. მაღალკვალიფიციური მენეჯერების, მარკეტოლოგებსა და დიზაინერებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ქმნის ტექნოლოგიურად და ვიზუალურად თანამედროვე, მაღალპროფესიონალურ პროექტებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯეო სოლუშენ ქომფანიმ, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში პოლიგრაფიის განვითარების კუთხით. ბევრი სიახლე შესთავაზა ქართულ ფირმებს, რომლებიც სწრაფად იქნა ათვისებული და დამკვიდრებული.
მომსახურების სფერო
• მუყაოს სატრანსპორტო ყუთები
• მუყაოს სასაჩუქრე ყუთები
• ცილინდრის ყუთები
• ქაღალდის ჩანთები
• ეტიკეტები
• სავიზიტო ბარათები
• პლასტიკური ბარათები
• ბუკლეტები
• ფლაერები
• კალენდრები
• წიგნები
• საკანცელარიო ნივთები და სხვა.
ჯეო სოლუშენ ქომფანის შეუძლია ნებისმიერი მოცულობისა სირთულის პროდუქციის დამზადება. ბრენდინგი, კომპანიის კორპორატიული სტილის შემუშავება, პოლიგრაფიული მომსახურება, ეს ყველაფერი რა საკვირველია დამკვეთის გემოვნების შესაბამისი დიზაინით. ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევისას ჩვენ გპირდებით ოპერაიულად შესრულებულ ხარისხიან პროდუქტს და აღებული პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულებას. ვინაიდან ჩვენი მიზანია დამკვეთის დაკმაყოფილება და ხანგრძლივი, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება.
ჯეო სოლუშენ ქომფანი და პარტნიორი კომპანიები
ჩვენი სამუშაო მდგომარეობს იმაში, რომ ჩამოაყალიბოს მისი პარტნიორი ბრენდების ისტორია, შექმნას ნამდვილი,სარწმუნო და ინდივიდულაური სახე. ჯეო სოლუშენ ქომფანი ცდილობს თავისი პოლიგრაფიული შესაძლებლობებით, პარტნიორ კომპანიებს მოუტანოს მეტი წარმატება და სტაბილურობა. შეუქმნას კომფორტული სამუშაო პირობები და ყოველთვის გაუწოდოს დახმარების ხელი როდესაც ამის საჭიროება დგება. და ბოლოს, ჯეო სოლუშენ ქომფანი დებს პირობას, მისი პარტნიორი ქართული და არაქართული ფირმების წინაშე, რომ ისევე სტაბილურად და პროფესიონალურად გააგრძელებს თანამშრომლობას , როგორც ამ 7 წლის მანძლიზე და ყოველთვის გაამართლებს მათ იმედებს !
მიღწევები და სამომავლო გეგმები
ჯეო სოლუშენ ქომფანი ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში. ვართ ერთიანი საერთაშორისო ეკონომიკური რეიტინგი „წლის ექსპორტიორი“და „წლის იმპორტიორი“-ს ოქროს მედალოსნები. მივიღეთ მონაწილეობა ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მონაწილე ქვეყნების ეკონომიკის ლიდერების XXXI დაჯილდოვების ცრემონიაზე. გარდა ამისა, ჯეო სოლუშენ ქომფანი ცდილობს გააფართოვოს თავისი საქმიანობა და გავიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ამ მიზნისკენ სვლა უკვე დაწყებულია. იგეგმება მივლინებები და საქმიანი შეხვედრები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ ჩვეული თავდაუზოგავი შრომითა და დისციპლინით შევეცდებით ისეთივე წარმატებულები გავხდეთ სხვა ქვეყნებში, როგორც საქართველოში.